Робота для біженців з України
პაციენტის გადამყვანი - რეინჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პაციენტის გადამყვანი - რეინჯერი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პაციენტის გადამყვანი (რეინჯერი).

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის შიდა სივრცეში საოპერაციო პაციენტების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
** პაციენტების გადაადგილების პროცესის დროული და ეფექტური კოორდინაცია;
** პაციენტთა უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანი და პაციენტზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა;
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00 საათამდე;
** ყოველთვიური ანაზღაურება: 1275 ლარი (დარიცხული), ან მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს 9:00-21:00 საათამდე, დღიური ანაზღაურება: 80 ლარი (დარიცხული);
** სამუშაო გრაფიკი: ყოველთვიური;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.

დამატებითი სარგებელი:

** Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება;
** FitPass
** ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
** წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
** სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე vacancy@toduaclinic.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "პაციენტის გადამყვანი / რეინჯერი".

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oHxcTt3d
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე