Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Studio Casa
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"Studio Casa" - სარემონტო მასალების, ინტერიერის დეკორის გაყიდვების შოურუმი.

კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს სარემონტო მასალების ხარისხიანი პროდუქცია, ხელი შეუწყოს ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციების დანერგვასა და განვითარებას საქართველოში.

Facebook: Studio.Casa.Georgia

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი, ემატება გაყიდვის ბონუსი.
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
** სამუშაო გრაფიკი მონაცვლეობით: 10:00 სთ - 19:00 სთ;
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე;
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ა. პუშკინის #7

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების შენარჩუნება;
** დიზაინერ/არქიტექტორებთან დაკავშირება, პროდუქციის შემოთავაზება;
** დიზაინერ/არქიტექტორების ბაზის განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი (დაკავშირებული სარემონტო, სამშენებლო, ავეჯის გაყიდვები და სხვა);
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენა, რუსული ენა საშუალო დონე;
** პუნქტუალობა;
** თავდაჯერებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@derufa.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე