"Georgian Airlink" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** ახალი აბონენტის ჩართვა;
** ოპტიკური და უსადენო აპარატურის ინსტალაცია/კონფიგურაცია;
** ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება;
** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა;
** სასურველია B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა.
სხვა მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 კვირაში ორი დღე დასვენება;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** კორპორაციული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|