"M Holidays" აცხადებს ვაკანსიას ტურ მენეჯერის პოზიციაზე გამყვან ტურიზმში.
თუ გაქვთ გამოცდილება ტურიზმის სფეროში, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ განვითარება მეგობრულ გარემოში — შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 19:00
** შაბათი: 11:00 - 16:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო ტურისტული პაკეტების დაგეგმვა და რეალიზაცია;
** ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერებისა და სხვა ტურისტული სერვისების დაჯავშნა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
** უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** მომხმარებელთა მხარდაჭერა მოგზაურობის პერიოდში.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გამყვან ტურიზმში (სავალდებულოა);
** საერთაშორისო მიმართულებებისა და B2B სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას და დამატებით ბონუსებს;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: mholidayst@gmail.com
|