კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის უმცროს სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** IFRS-ის მოთხოვნების შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა, დოკუმენტაციისა და სამუშაო ცხრილების მომზადება, გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია;
** მენეჯმენტისთვის ფინანსური ანალიზისა და პერიოდული რეპორტების მომზადება, გადახრების ანალიზი და KPI-ების მონიტორინგი;
** ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და IFRS-თან შესაბამისობის კონტროლი;
** აღრიცხვის პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** IFRS-ის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|