Робота для біженців з України
რეზერვაციების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
სასტუმრო "ლე მერიდიენ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სენიორ რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს ჯავშნების ეფექტურ მართვაზე, სტუმრებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციაზე, გაყიდვების მაქსიმიზაციასა და რეზერვაციების პროცესის შეუფერხებლად წარმართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება, დამუშავება და კონტროლი;
** სატელეფონო, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ არხებიდან შემოსული მოთხოვნების მართვა;
** სასტუმროს ნომრების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მონიტორინგი;
** OTA პლატფორმებთან (Booking.com, Expedia და სხვა) მუშაობა;
** ჯავშნების სიზუსტის კონტროლი PMS სისტემაში;
** სტუმრებისა და კორპორატიული კლიენტების კონსულტირება;
** გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დამატებითი მომსახურებების შეთავაზება;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** რეზერვაციების გუნდის მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა გადამზადებაში მონაწილეობა;
** სასტუმროს სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს რეზერვაციების სისტემებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: romita.kvaratskhelia@lemeridien.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე