"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული პროექტის, გარდაბნის ობიექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ბანაკის ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი;
** გრაფიკი: ერთი კვირა მუშაობა, ერთი კვირა დასვენება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება;
** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
სამუშაო აღწერილობა:
** უშუალო ხელმძღვანელისგან იღებს ინფორმაციას ობიექტზე ელექტროსადენებთან/ელექტრო მოწყობილობებთან დაკავშირებული დაზიანების/ავარიის შესახებ და დეტალურად ეცნობა დაზიანების ხარისხს;
** სათანადო ნებართვის საფუძველზე, თავად შეაკეთებს ადგილობრივი სახის დაზიანებას; კომპლექსური დაზიანებების შემთხვევაში, ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს;
** აწარმოებს ელექტრომოწყობილობების/ელექტროსადენების, სახანძრო სისტემის გეგმიურ შემოწმებას სათანადო ხელსაწყოების/დანადგარების მეშვეობით;
** სპეციალურ ფორმაში აღნიშნავს შემოწმებული ელექტრო მოწყობილობების/ელექტროსადენების მუშაობის მდგომარეობას და უზრუნველყოფს დაზიანებული უბნების შეკეთებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროებისამებრ, სტანდარტების დაცვით, ამოწმებს ელექტროენერგიის გამომუშავებელი გენერატორების ძირითად მაჩვენებლებს (წნევა, ზეთის რაოდენობა, წყლის ტემპერატურა და სხვა) და აღრიცხავს სათანადო ფორმაში;
** საჭიროებისამებრ, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გენერატორებში ამატებს საწვავს;
** საჭიროებისამებრ, მონიტორინგს უწევს წყლის მომწოდებელი სისტემის გამართულად მუშაობას და სტანდარტების შესაბამისად აღრიცხავს მრიცხველებზე ასახულ ინფორმაციას;
** საჭიროების შემთხვევაში წყლის მომწოდებელ სისტემაში ცვლის პარამეტრებს, ამატებს ან ამცირებს წყლის გამწმენდი ქიმიკატების რაოდენობას, სტანდარტებით გათვალისწინებული წყლის მისაღებად;
** ობიექტზე განგაშის სისტემის ჩართვის შემთხვევაში, დეტალურად იკვლევს განგაშის გამომწვევ მიზეზებს, მათი მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@mgroup.ge 2026 წლის 20 ივლისამდე.
გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს : " ბანაკის ელექტრიკოსი"
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
|