Робота для біженців з України
SAP უფასო სასწავლო პროგრამები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SAP უფასო სასწავლო პროგრამები
მომწოდებელი: EPAM
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"EPAM Campus" აცხადებს მიღებას SAP Full Stack JavaScript Development (UI5 & CAP Node.js)-ის უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამაზე. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს JavaScript-ის საფუძვლებს და სურს ცოდნის გაღრმავება SAP ეკოსისტემაში.

21-კვირიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

** შეისწავლიან SAP ეკოსისტემაში კორპორაციული აპლიკაციების შექმნის პრინციპებს
** გაეცნობიან SAP CAP-სა და Node.js-ის გამოყენებას back-end სერვისების განვითარებისთვის
** მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას SAPUI5-ით თანამედროვე მომხმარებლის ინტერფეისების შექმნაში
** გაიგებენ, როგორ მუშაობს front-end და back-end კომპონენტები Full Stack SAP პროექტებში

გაეცანით პროგრამის დეტალებს ინგლისურად და გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე: https://epa.ms/ge-campus-sap-5774

SAP ქონსალთინგი / SAP Consulting

EPAM Campus აცხადებს მიღებას SAP Consulting-ის უფასო ონლაინ ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს IT კონსალტინგში კარიერის დაწყება და თანამედროვე ბიზნეს სისტემების საფუძვლიანად შესწავლა.

კურსი ეტაპობრივად გაგაცნობთ SAP ERP სისტემას, მის ძირითად მოდულებსა და SAP კონსულტანტის როლს. პროგრამის დასრულების შემდეგ შეიძენთ რეალურ პროექტებზე სამუშაოდ საჭირო ტექნიკურ და პრაქტიკულ უნარებს როგორც EPAM-ში, ისე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

გაეცანით პროგრამის დეტალებს ინგლისურად და დარეგისტრირდით დღესვე: https://epa.ms/ge-campus-sap-5866
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე