Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულება
მომწოდებელი: ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულებით.

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი სეგმენტის ან სეგმენტების მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პორტფელში შემავალი ბრენდების და პროდუქტების შესახებ უახლესი ინფორმაციის ფლობა და შეთავაზებების შესაბამისად განახლება;
** მენეჯმენტის მიერ თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
** გაყიდვების Pipeline-ის დაგეგმვა, მართვა და მუდმივი განახლება;
** ლიდების კონტროლი Pipeline-ის ყველა ფაზაზე;
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მიმდინარე პროექტის სრული პროცესის კოორდინირება და დადგენილი გრაფიკის ფარგლებში ზუსტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფორმირებისას მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი, საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი/თბო და ჰიდრო საიზოლაციო მიმართულებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე