შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი/ავეჯის მწარმოებლებთან ურთიერთობის მიმართულებით.
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია-მოვალეობები:
** მწარმოებლების მოძიება და მოზიდვა;
** მწარმოებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მწარმოებლებისთვის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მწარმოებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** მიმდინარე პროექტის სრული პროცესის კოორდინირება და დადგენილი გრაფიკის ფარგლებში ზუსტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევევი:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი + საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მწარმოებლებთან ურთიერთობის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|