"იტონგ კავკასუს"-ი არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/
პოზიცია: ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი / პროფესიული განათლება;
** საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ ან საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური დოკუმენტაციისა და პირველადი საბუღალტრო აღრიცხვის ცოდნა;
** ERP სისტემებთან, სასურველია Odoo-სთან მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები:
** კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და მართვა Odoo სისტემაში;
** შესყიდვისა და გაყიდვის ინვოისების შექმნა, დამუშავება და კონტროლი;
** მომწოდებლებისა და მომხმარებლების ანგარიშების მართვა;
** გადახდების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და შეჯერება;
** ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივირება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** ფინანსური მონაცემების სიზუსტის კონტროლი და შეცდომების დროული გამოსწორება;
** თანამშრომლობა ბუღალტერიასთან, შესყიდვების და სხვა დეპარტამენტებთან;
** Odoo-ს ფინანსური მოდულის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირა დასვენება
** მდებარეობა: თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის N15
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, ელფოსტაზე info@ytong.ge.
|