"გიუაანი" მეღვინეობა მდებარეობს საგარეჯოში, სოფელ მანავში. კომპლექსი აერთიანებს ღვინის საწარმოს, სასტუმროს და რესტორანს.
ვაკანსია - მოლარე
სამუშაო ადგილი: გიუაანი, მანავი, საგარეჯოს რაიონი, კახეთი
გიუაანი ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და გადახდების მიღება (ნაღდი ანგარიშსწორება და საბანკო ბარათები);
** პროდუქციის გატარება და ჩეკების გაცემა;
** გაყიდვის პროგრამასთან ყურადღებით მუშაობა
** სალაროს გახსნა/დახურვა და ნაღდი ფულის აღრიცხვა;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება, მარაგებისა და ფასების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** სალარო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: jobs@giuaani.ge ან დაგვიკავშირდეთ: +995 593 18 88 99
|