"NQ Hospitality Management Group" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი შეფის ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციული მიმართულებით. თუ გაქვთ ორგანიზებულობის მაღალი უნარი, ხართ დეტალებზე ორიენტირებული და გსურთ კულინარიული სამყაროს ადმინისტრაციულ მართვაში ჩართვა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** აღმასრულებელი შეფისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა ყოველდღიურ ოპერაციებში.`
** სამზარეულოს დოკუმენტაციის, ინვენტარიზაციის ანგარიშებისა და შეკვეთების წარმოება.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ხელშეკრულებების მონიტორინგი და ხარჯების აღრიცხვა.
** HACCP (ჰასპი) სტანდარტების დაცვის ადმინისტრაციული კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
** პერსონალის გრაფიკების შედგენაში მონაწილეობა და შიდა კომუნიკაციის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (სასტუმრო/რესტორნების სექტორში) მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა.
** HACCP (ჰასპი) სტანდარტების ზოგადი ცოდნა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის მაღალი უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენს:
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობებს დინამიკურ გუნდთან ერთად.
დაინტერესების შემთხვევაში: გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@nqhospitality.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: აღმასრულებელი შეფის ასისტენტი
|