Робота для біженців з України
ადგილობრივი შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "მეგობრობა" ეძებს ადგილობრივი შესყიდვების უმცროს სპეციალისტს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზ.12ბ.
გრაფიკი:სრული.
ანაზღაურება: 1600 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები;
** საუკეთესო პირობების მოპოვება ადგილობრივ მომწოდებლებთან, რეგულარული მოლაპარაკებების წარმოება ფასების გადახდის ვადებისა და ფასდაკლებების მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების მისაღებად;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების ოპერატიული მართვა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა (მაგ: დეფიციტის დროს) სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ინვოისები, მიღება -ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები) კონტროლი და ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაცია;
** შიდა ლოჯისტიკის კოორდინაცია:ტრანსპორტირებისა და საწყობის გუნდთან ერთად ტვირთის დროული მიღებისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ძლიერი მოლაპარაკების უნარები;
** საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა;
** მაღალი მოქნილობა და სტრესგამძლეობა;
** სხარტი და ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: https://ketchadze.bitrix24.site/crm_form_d4nkc/ და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე