ჩვენ ვართ "M-Charge" — დინამიკურად განვითარებადი ფაუერბანკების გაქირავების სერვისი. ჩვენი მიზანია ქალაქის მაცხოვრებლები მუდმივად დარჩნენ კავშირზე. ჩვენი დასამუხტი სადგურები განთავსებულია თბილისის და ბათუმის ყველაზე პოპულარულ ლოკაციებზე: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, სილამაზის სალონებში, ფიტნეს-დარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში.
ამჟამად ვაფართოებთ გუნდს და ვეძებთ აქტიურ, მიზანდასახულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მზად არის ჩვენს ქსელში ახალი პარტნიორები ჩართოს!
რისი კეთება მოგიწევს:
** უშუალო გაყიდვები (B2B): მოძიება და ახალი პარტნიორების მოზიდვა ფაუერბანკების სადგურის მონტაჟისთვის.
** მოლაპარაკებები და შეხვედრების წარმართვა ბიზნესის მესაკუთრეებთან, მმართველებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
** პროდუქტის წარდგენა: ჩვენი სერვისის მნიშვნელობის გადმოცემის უნარი (მომხმარებლის ლოიალობის გაზრდა, სტუმრის ადგილზე გატარებული გაზრდილი დრო, დამატებითი ტრაფიკი)
** სრული ციკლის კონტროლი: პირველი კონტაქტიდან მოწყობილობის ადგილზე მონტაჟამდე.
** აღრიცხვის წარმოება CRM-სისტემაში.
რას ველით კანდიდატისგან:
** გაყიდვების გამოცდილება B2B-სფეროში, HoReCa-ში ჩაითვლება უპირატესობად.
** კომუნიკაბელურობა, მიზანსწრაფულობა, ენერგიულობა და შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირება, უარებთან მუშაობის მზაობა.
** თვითორგანიზება: სამუშაო დღის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი (ზარები/შეხვედრები)
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მოტივაციის გამჭვირვალე სისტემა: სტაბილური ანაზღაურება + მაღალი ბონუსი თითოეული დამონტაჟებული სადგურისთვის (რაც ხშირად აღემატება ფიქსირებულ ნაწილს). შენი შემოსავალი არ არის შეზღუდული ზედა ჭერით
** სწავლა: ჩვენ დეტალურად შეგასწავლით პროდუქტს, გაგიზიარებთ ჩვენს მეთოდიკასა და მიდგომებს.
თუ გინდა ჩვენი შერინგ-სერვისის განვითარების მონაწილე გახდე, გამოეხმაურე ამ ვაკანსიას, გამოგზავნე შენი CV მოკლე აღწერით ელფოსტაზე info@ltdmcharge.com
|