"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** კორპორაციულ ნომერს;
** კორპორაციულ ფასდაკლებას "ბლუტაბლას" პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1400-1700 ₾
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე ცვლებში (10:00-19:00 ან 13:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
მოვალეობები: ამანათების აღება და მომხმარებლებთან მიტანა (კართან მიტანა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "კურიერი".
|