"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
"Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1, მ. მაჭავარიანის N65
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო და მეილების შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** შეხვედრების ოთახის რეზერვაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიღება და მითინგრუმის მოწესრიგება;
** საკანცელარიო შეკვეთების გაკეთება ყველა კომპანიისთვის ცალ ცალკე (თვეში ერთხელ ან ორჯერ);
** ოფისში სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა (სამეურნეო დეპარტამენტის დახმარებით);
** ტაქსის გამოძახების უზრუნველყოფა და რეპორტინგი;
** საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით განახლებები;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადაცემა თანამშრომლებზე და მისი აღრიცხვა - ადმინისტრაციულ მენეჯერთან შეთანხმებით;
** კორპორაციული ნომრების შეძენა/გადაცემა თანამშრომლებისთვის, მისი აღრიცხვა;
** სამეურნეო მასალების აღრიცხვა და შეკვეთის ორგანიზება;
** საოფისე ინვენტარისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
** ჩარიცხვების მონიტორინგი;
** დოკუმენტების სკანირება და დაარქივება;
** კორპორაციული ნომრების მართვა/თანხის ჩარიცხვების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება აუცილებელია 1 წლამდე;
** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|