Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური პროცესების ეფექტურად მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** დღგ-ის დეკლარაციების წარმოება;
** საბუღალტრო გატარებების განხორციელება და კონტროლი;
** ბალანსის (Balance Sheet) მომზადება;
** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და მონიტორინგი;
** საბანკო და ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვა;
** ხელფასების დარიცხვა და სახელფასო უწყისების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ფინანსური მონაცემების დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00;
** სახელფასო დიაპაზონი: 3000-4000 ლარი (ნეტი);
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

თუ ფიქრობთ რომ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@yorktowers.com. გთხოვთ, (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე