Робота для біженців з України
რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: HR Line
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"HR LINE" ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის ეძებს მთავარ ბუღალტერს (რუსულენოვანი).

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU), რომელიც 2025 წლიდან შემოვიდა საქართველოში.
კომპანია აქტიური ზრდის ეტაპზეა, ამიტომ ეს პოზიცია პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. მარჯანიშვილის მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება-4500-5000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, წარმოება და პროცესების ოპტიმიზაცია საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად.
** საგადასახადო, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება (მათ შორის ფასს / IFRS და ლოკალური სტანდარტებით).
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, დეკლარაციების მომზადება/წარდგენა (RS.GE) და გადასახადების კონტროლი.
** საცალო ვაჭრობის სრული ციკლის აღრიცხვა (საქონლის მოძრაობა, სალარო ოპერაციები, ინვენტარიზაცია).
** საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა: იმპორტი-ექსპორტი, განბაჟება, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების გათვალისწინებით თვითღირებულების ფორმირება, ვალუტის ოპერაციები.
** საბანკო და ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვა (სესხები, ლიზინგი, გარანტიები, კრედიტორული/დებიტორული დავალიანებები).
** ხელფასების, შვებულებების, ბიულეტენების გაანგარიშება; საკადრო აღრიცხვა საგადასახადო ნაწილში.
** სააღრიცხვო სისტემებს (სავაჭრო სისტემა, 1С, ბანკ-კლიენტი) შორის მონაცემების შედარება/კონტროლი.
** ბუღალტრული გუნდის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან დისტრიბუციის სფეროში).
** საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის (იმპორტი/ექსპორტი) და საბაჟო გაფორმების პროცედურების ცოდნა სავალდებულოა.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა და RS.GE-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** 1С-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** აუცილებელია რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: პროფესიული სერტიფიკატები (ACCA, DipIFR, CPA) და სააღრიცხვო პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისტემური ხედვა და პროცესების დამოუკიდებლად აწყობის უნარი;
** გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@hrline.ge სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — მთავარი ბუღალტერი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე