ოფიციანტი
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ვხსნით ახალ, მყუდრო რესტორანს ლამაზი ეზოთი, გემრიელი საუზმეებით, მარტივი და ხარისხიანი სამზარეულოთი, კარგი ღვინითა და სასიამოვნო გარემოთი. ამ ეტაპზე ვაკომპლექტებთ გუნდს და ვეძებთ სტუმართმოყვარე, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ხარისხიანი მომსახურება უყვართ.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** შეკვეთების მიღება და მიწოდება;
** მენიუს კარგად ცოდნა და სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** გუნდურ გარემოში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოფიციანტად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაოს დაწყებამდე ტრენინგს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** უფასო კვებას;
** ხელფასის დროულ ანაზღაურებას;
** სამუშაო გრაფიკს: 2/2, 4/3 ან 5/2;
** ანაზღაურება — 8 ₾/საათი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: lolashiptsova@gmail.com
|