|
დასახელება:
დღის ცენტრის ფსიქოლოგი
|
| მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
თუ გსურთ იმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან, იყოთ მულტიდისციპლინური გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მათ განვითარებასა და მხარდაჭერაში, შემოგვიერთდით.
ძირითადი მოვალეობები:
** ბენეფიციართა პირველადი ფსიქოლოგიური შეფასება და საჭიროებების იდენტიფიცირება
** ინდივიდუალური მომსახურების/განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა ბენეფიციარებთან
** ბენეფიციართა პროგრესის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში
** მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (გაძლიერება და მონიტორინგი)
** ბენეფიციართა შეფასება-გადაფასების პროცესში მონაწილეობა
** ყოველთვიური ანგარიშებისა და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მეთოდების ცოდნა
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ემპათიურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პროფესიული განვითარების სურვილი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: "დღის ცენტრის ფსიქოლოგი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2026.
|
|