შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენი კლინიკა ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კლინიკის სერვისების პოპულარიზაციასა და გაყიდვების პროცესის განვითარებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკის სამედიცინო სერვისების პრეზენტაცია და შეთავაზება;
** პაციენტებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
** გაყიდვების პროცესის სრულყოფილად მართვა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
** პაციენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ბონუსურ სისტემას მიღწეული შედეგების მიხედვით;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და მზარდ ორგანიზაციაში მუშაობას.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი წვლილი შეიტანოთ კლინიკის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@mmc.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების სერვისების ხელმძღვანელი".
|