საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე;
** რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან გამომდინარე;
** ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
სხვა უნარები:
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 113დ;
** ანაზღაურება - გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|