კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ენერგიულ თანამშრომელს ბათუმის ფილიალში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ სტაბილურ კომპანიაში, გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი და შეიძინოთ გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის შესახვევი #18
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ყოველკვირეული მიღება დასაწყობში განთავსება.
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და წესრიგის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის ყუთებში გადაფუთვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
** პროდუქციის გაცემა და ჩაბარება დადგენილი პროცედურების დაცვით.
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ დასაქმებას მზარდ და წარმატებულ კომპანიაში.
** მეგობრულ, კომფორტულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** საწყობის პროცესების სრულფასოვან შესწავლას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: talents@boxette.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი - ბათუმი".
|