"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
** ანაზღაურება: 1250 დარიცხული
** სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე linasaridze@ico.ge
პირობების გასაგებად დარეკეთ ნომერზე: 555 95 55 78
მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N1, "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" III სართული.
გისურვებთ წარმატებას!
|