Робота для біженців з України
ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Enterprise Rent A Car
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორაციულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: http://www.enterprise.com

"Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ავტოპარკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სახელფასო შუალედი: 1, 500-2, 500 ლარი (მოქმედებს საბონუსე სისტემით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მართვის მოწმობა (მექანიკა) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ავტომობილის ტექნიკური ნაწილის საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ავტომობილების სერვის ცენტრებში ტრანსპორტირება
** დაზიანებული ავტომობილის ჩანაცვლება და ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე
** ავტომობილის საბურავების სეზონური შეცვლა და დასაწყობება
** მომხმარებლებისთვის გზაზე დახმარების სერვისის უზრუნველყოფა
** ავტომობილების გასაქირავებლად მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ავტომობილების ტრანსპორტირება ლოკაციებს შორის
** ავტოპარკის მოვლა შენახვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Fleet@ehiglobal.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე