ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
** ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** სქემების კითხვა: ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილი კითხვა და გაგება.
** პრაქტიკული უნარები: ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სახრახნისი, კუთხსახეხი, ქანჩსახრახნი).
** კაბელების მონტაჟი: საკაბელო ტრასების მონტაჟის, დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარები.
** დიაგნოსტიკა და გაზომვა: საზომი ხელსაწყოების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები) და სისტემური გაუმართაობების სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა.
** ელექტროტექნიკა: ელექტრომოწყობილობების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა, სხვადასხვა ტიპის აპარატურის მონტაჟის, მომსახურებისა და შეკეთების ტექნოლოგიების ცოდნა.
** ძრავებთან მუშაობა: სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება.
** დაგეგმვა და ორგანიზება: სამონტაჟო, ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის, ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაციის უნარი.
** გუნდის მართვა: სარემონტო/სამონტაჟო პერსონალის ხელმძღვანელობის, მოტივირების, უფლებამოსილებების დელეგირებისა და დავალებების შესრულების კონტროლის უნარი.
** კრიზისების მართვა: რთულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების, რისკებისა და შედეგების შეფასების უნარი.
** უსაფრთხოება: ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების, სტანდარტებისა და რეგულაციების ზედმიწევნით ცოდნა.
** ანალიტიკური უნარები: მონაცემების ანალიზის, ტენდენციების გამოვლენისა და დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების უნარი.
** სასურველია: კიპისა (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა.
მოვალეობები:
დანადგარების მონტაჟის ეტაპზე:
** მონტაჟის უზრუნველყოფა: დანადგარების ტექნიკურად სწორ მონტაჟზე, საიმედოობასა და მათ სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაზე პასუხისმგებლობა.
** პერსონალის მართვა: სამონტაჟო და სარემონტო სამსახურის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, დავალებების გადანაწილება, ტექნიკური უსაფრთხოების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლების კონტროლი.
** ელექტრომომარაგების მომზადება: ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, ხონჩებში/ლოტკებში, ყუთებსა და მილებში).
** აწყობა და მონტაჟი: გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება.
** მოწყობილობების მიერთება: ელექტრომოწყობილობების ქსელებთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში.
** შესყიდვები და ლოგისტიკა: საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე განაცხადების გაფორმება, მათი მიღებისა და შენახვის კონტროლი, სასაწყობო მარაგების ოპტიმიზაცია.
დანადგარების გაშვების შემდგომ:
** უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა: სისტემებისა და ელექტრომოწყობილობების ტექნიკურად სწორი ექსპლუატაცია, საიმედოობა და მუდმივი სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება.
** გეგმიური მომსახურება (ППР): პროფილაქტიკური რემონტების, გამოცდებისა და დათვალიერების გრაფიკების შემუშავება ერთიანი სისტემის შესაბამისად, მათი დამტკიცება და შესრულების მკაცრი კონტროლი.
** მოდერნიზაცია: მოძველებული მოწყობილობების ჩანაცვლების, სისტემის საიმედოობის ამაღლებისა და მოცდენის დროის/ხარჯების შემცირების ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს განვითარებად წარმოებაში;
** პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ენერგეტიკი").
|