Робота для біженців з України
ტექნოლოგი/საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგი/საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ჰიპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის/საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8-საათიანი.
ანაზღაურება: 5000 ლარი

ჩვენი მზარდი საკონდიტრო გუნდი აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგისა და საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკონდიტრო წარმოების სრული პროცესის ორგანიზება და მართვა;
** პროდუქციის რეცეპტურების შემუშავება, დახვეწა და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** წარმოების ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვა და დაცვა;
** თანამშრომლების მართვა, კოორდინაცია და პროფესიული განვითარება;
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი;
** ნედლეულის ეფექტური გამოყენება და წარმოების პროცესების ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნოლოგად ან საკონდიტრო წარმოების ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და წარმოების პროცესების ცოდნა;
** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას.

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: VACANCY@WILLMART.GE ან დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 593 361 837.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე