ტურისტული კომპანია "TEP TRAVEL" ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს ტურიზმის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების კონსულტაცია სატელეფონო, ონლაინ და ოფისში;
** ტურისტული პაკეტების ღირებულების დათვლა და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების შერჩევა და დაჯავშნა;
** გამყვანი და შიდა ტურისტული პაკეტების ორგანიზება;
** ბილეთების, სასტუმროს ვაუჩერებისა და სხვა სამოგზაურო დოკუმენტების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად);
** ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსების სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: gaskurava.ct@gmail.com.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|