"Insta" - ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები.
წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: ავტომატიზაციის ინჟინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 2500+ NET
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორატიული ნომერი;
** Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით);
** საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო;
** შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
ძირითადი მოვალეობები:
** BMS (Building Management System) სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და გამართვაში მონაწილეობა;
** ავტომატიზაციის სისტემების პროგრამირება, კონფიგურაცია და ტესტირება;
** სენსორების, კონტროლერების, აქტუატორებისა და სხვა ავტომატიზაციის კომპონენტების შერჩევაში მონაწილეობა;
** BMS სისტემების ინტეგრაცია სხვა საინჟინრო სისტემებთან (ელექტრო, HVAC, ELV);
** სისტემების ექსპლუატაციაში გაშვებისა და მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა;
** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ავტომატიზაციის, ელექტროინჟინერიის ან მონათესავე საინჟინრო მიმართულებით;
** ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სასურველია.
პროგრამული უნარ-ჩვევები:
** BMS პლატფორმები: Siemens Desigo, Schneider EcoStruxure, Honeywell ან მსგავსი;
** PLC პროგრამირების გარემოები: Siemens TIA Portal, Schneider EcoStruxure Control Expert ან მსგავსი;
** SCADA სისტემები: WinCC, Ignition, Wonderware (საბაზისო დონეზე);
** AutoCAD (სასურველია Revit);
** Microsoft Office პროგრამები (Excel, Word).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტომატიზაციის ინჟინერი".
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
ტელ.: + (995 32) 220-20-20;
ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/
|