Робота для біженців з України
უფროსი რისკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი რისკის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციის პროგრამების, ფინანსური ინსტრუმენტების, ინდივიდუალური ტრანზაქციებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკების შეფასების წარმართვა;
** მსხვილ, კომპლექსურ და არასტანდარტულ ტრანზაქციებზე დამოუკიდებელი რისკის დასკვნების მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის;
** საკრედიტო ინსტრუმენტების სიღრმისეული ანალიზი — მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის, ფულადი ნაკადების, სესხის მომსახურების შესაძლებლობის, კაპიტალის სტრუქტურის, უზრუნველყოფის, საკრედიტო პირობებისა და სტრესული სცენარების მიმართ მდგრადობის შეფასება;
** საინვესტიციო ფონდების ღირებულების შეფასება; ლიკვიდურობისა და ინვესტიციიდან გასვლის სტრატეგიების ანალიზი;
** საგარანტიო სქემებთან და სხვა პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული რისკების და მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების (ECL) შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
** რისკის აპეტიტის, რისკის ლიმიტების სისტემისა და რისკის რეიტინგების მეთოდოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
** სტრეს-ტესტებისა და სცენარული ანალიზის დაგეგმვა, მეთოდოლოგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და შედეგების ინტერპრეტაცია;
** პორტფელის რისკების, კონცენტრაციების, ლიმიტების, კოვენანტებისა და პროგრამული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის ზედამხედველობა;
** მენეჯმენტის, შესაბამისი კომიტეტებისა და საბჭოსთვის პერიოდული ანგარიშების, პორტფელის მიმოხილვებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურების, მეთოდოლოგიებისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების შემუშავება და პერიოდული განახლება;
** რისკის მენეჯერ (ებ)ის მიერ მომზადებული ანალიზების, მოდელებისა და ანგარიშების ხარისხობრივი მიმოხილვა და დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

განათლება:

** მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** CFA ან ექვივალენტი მოწინავე სერტიფიკატების (მაგ. FRM, CAIA) ქონა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში, საბროკერო კომპანიაში, საინვესტიციო ფონდში, აქტივების მმართველ კომპანიაში ან საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანალიზისა და ფინანსური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამირების ენებისა და მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების, მათ შორის Python-ის, R-ის, MATLAB-ის, SQL-ის, C++-ის ან სხვა შესაბამისი ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;
** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

** თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gedc.ge და წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "უფროსი რისკის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე