კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
პირობები:
** სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 - 18:00
** ანაზღაურება ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქტიურ გაყიდვებში (სასურველია B2B — ბიზნეს სექტორთან მუშაობის მიმართულებით).
** გამართული მეტყველება, აზრის ნათლად ჩამოყალიბების, აქტიური მოსმენისა და პრეზენტაციის წარდგენის მაღალი დონის უნარები.
** მოლაპარაკების პროცესში წინააღმდეგობებთან მუშაობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი (რომ შეხვედრა შეკვეთით დასრულდეს).
** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური და პროფესიონალური კომუნიკაციის შენარჩუნება.
** წარსადგენი პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი. აქტიურად მოგიწევთ გასვლითი შეხვედრები სხვადასხვა ობიექტებსა და ოფისებში. (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ანაზღაურებას).
** საოფისე პროგრამების ცოდნა კლიენტების ბაზის საწარმოებლად.
პიროვნული თვისებები:
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვა
** შეხვედრების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და კალენდრის სწორად გაწერის უნარი.
კომფორტული სამუშაო გარემო პროფესიონალურ გუნდში
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: geotrading2015@gmail.com
|