საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
სამუშაო აღწერილობა:
** კომპანიის უცხოენოვან პარტნიორებთან/ფილიალებთან/მომხმარებლებთან კომუნიკაცია,
** ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** პარტნიორ კომპანიებსა და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება.
მოთხოვნები:
** გამოცდილება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, მიჰყევით ბმულს: https://hel-ai.com/apply/WYkNA2je
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებას!
|