"საქართველოს ამბები" თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით).
შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში). ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლასა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას.
** საქართველოს ამბები / მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში. ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
** საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია.
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში).
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა და სისუფთავეზე ზრუნვა.
** ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება.
** ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია).
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას.
** პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.icn@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად.
"საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) - მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
|