Робота для біженців з України
რანერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რანერი
მომწოდებელი: იაკობის ეზო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას რანერის (მიმტანის დამხმარე) პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** მაგიდების გასერვირება/ალაგება,
** კერძების/ჭურჭლის გამოტანა დარბაზში და პირიქით სამრეცხაომდე გატანა,
** სუფთა ჭურჭლის დახარისხება გერიდონებში
** საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
ანაზღაურება 900 ლარი
გრაფიკი 5/2

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო"

გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე