Робота для біженців з України
სროლის ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სროლის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: Battleground
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ტაქტიკურ ცენტრში "Battleground", თბილისის ფილიალში ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და გამოცდილ სროლის ინსტრუქტორს, რომელიც უზრუნველყოფს ტირის მომხმარებლების უსაფრთხოებას, ჩაატარებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გააკონტროლებს სროლის პროცესს მოქმედი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
მდებარეობა: თბილისი, ბოჭორმის 12ა
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** სროლის უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის კონტროლი;
** დამწყები და გამოცდილი მსროლელების თეორიული და პრაქტიკული მომზადება;
** სროლის პროცესის ზედამხედველობა;
** ცეცხლსასროლი იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ტირის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
** სროლის ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხო გამოყენების წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაციისა და სწავლების უნარი;
** სამხედრო, პოლიციის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სერტიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: mariber@globdg.org

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას მიუთითოთ ქალაქი და პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე