Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: რიპარო
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"რიპარო" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

"რიპარო" - ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ტყავის პროფესიონალური რესტავრაციის კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მიმღების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მერაბ კოსტავას ქუჩა 13, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 20:00, კვირაში 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის მართვა
** ხარისხის კონტროლი
** პროდუქციის მიღება და მენეჯმენტი
** მომხმარებლების მიღება, შეკვეთების გაფორმება და სისტემაში რეგისტრაცია;
** შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მიღება, მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;
** სალაროსთან მუშაობა და ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომსახურების პროცესის კოორდინაცია და მომხმარებლის მაღალი ხარისხით მომსახურება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს და მხარდამჭერ გუნდს;

თუ ხართ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@riparocare.com

"რიპარო" - ჩვენ ვუბრუნებთ ნივთებს საუკეთესო იერსახეს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე