Робота для біженців з України
პროექტირების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტირების ინჟინერი
მომწოდებელი: ალკომი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "ალკომი", რომელიც სპეციალიზდება ალუმინის კარ-ფანჯრებისა და შემინვის სისტემების დამზადებასა და მონტაჟში, აფართოებს გუნდს და აცხადებს ვაკანსიას პროექტირების ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პ. სარაჯიშვილის ქუჩა #13
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

რა იქნება თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები?

** საინჟინრო პროექტების საფუძველზე კონსტრუქციული ნახაზების მომზადება LOGICAL (ORGADATA) პროგრამაში;
** აუცილებელია AutoCAD-ის და/ან ArchiCAD-ის პროგრამებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების ანალიზი, დამუშავება და ინტერპრეტაცია;
** კარ-ფანჯრისა და საფასადე სისტემების ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** პროექტის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირება;
** ხარჯთაღრიცხვებისა და პროექტის კალკულაციების მომზადება;
** საწარმოო და სამონტაჟო ნახაზების დამუშავება;
** მასალების სპეციფიკაციებისა და რაოდენობების განსაზღვრა;
** კონსტრუქციული ნახაზების პროგრამული დამუშავება;
** დავალებების მართვა CRM სისტემაში.

რას ველოდებით კანდიდატისგან?

** უმაღლეს განათლებას არქიტექტურის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის კარგ ცოდნას;
** AutoCAD-ის და/ან ArchiCAD-ის პრაქტიკულ ცოდნას;
** LOGICAL (ORGADATA) პროგრამას ადგილზე შეისწავლით;
** ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებას;
** ორგანიზებულობას, დეტალებზე ორიენტირებულობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარს.

კომპანიაში გათვალისწინებულია სტაბილური და მეგობრული გარემო, სამომავლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

CV გამოგზავნეთ: info.alcom.ge@gmail.com, info@alcom.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ინჟინერი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე