შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მართვის სამსახურის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხელზე ასაღები - 2500 ლარი.
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში ფიზიკური და სააღრიცხვო პროცესების წარმართვა;
** აქტივების დროული მიღება, უსაფრთხო განთავსება, ზუსტი აღრიცხვა და შეუფერხებელი გაცემა;
** საწყობის შიდა წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** საწყობში საქონლისა და მატერიალური ფასეულობების ფიზიკური მიღების, გადმოტვირთვისა და დათვლის პროცესის უშუალო ხელმძღვანელობა;
** შემოსული აქტივების რაოდენობის, მთლიანობისა და მარკირების შემოწმება თანმხლებ საბუთებთან (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი) შესაბამისობაზე;
** პროდუქციის გაცემის (დატვირთვის/გაგზავნის) ორგანიზება დამტკიცებული მოთხოვნებისა და შეკვეთების საფუძველზე;
** საქონლის რაციონალური და უსაფრთხო განთავსება შესაბამის ზონებში/თაროებზე, შენახვის წესების გათვალისწინებით;
** საწყობის პროგრამაში (ERP/WMS) მიღება-გაცემის ოპერაციების დროული, ზუსტი და პირადად (ან ოპერატორის მიერ) ასახვის კონტროლი;
** საწყობში არსებული სივრცის მუდმივი ოპტიმიზაცია ახალი ტვირთების მისაღებად.
** პერიოდულად საწყობის ნაშთების გადამოწმება (ლოკალური აღწერები) და სააღრიცხვო ბაზასთან შედარება;
** კომპანიის მიერ დაგეგმილ გენერალურ და პერიოდულ ინვენტარიზაციებში უშუალო მონაწილეობა, დათვლის ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია;
** წუნის, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა, მათი შესრულების ხარისხისა და დისციპლინის კონტროლი;
** საწყობში არსებული ტექნიკური საშუალებების სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** საწყობის ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარული ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება ლოგისტიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებას);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel) და საწყობის ბაზების (WMS) ფლობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
|