Робота для біженців з України
რეზერვი ექთანი ფლებოტომისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი ექთანი ფლებოტომისტი
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რეზერვი ექთანი ფლებოტომისტი.

ჩვენს შესახებ:

გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

https://krc.ge/

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N21
** სამუშაო დრო: კვირაში 6 დღე; ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00-17-00 საათამდე; შაბათი 10:00-15:00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ვენიდან სისხლის აღება
** აღებული მასალის შესაბამის სინჯარაში მოთავსება წესების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება ან ექთნის კვალიფიკაცია;
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე hr@mmt.ge წერილის სათაურად მიუთითეთ ექთანი ფლებოტომისტი 555511472.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე