Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** სახელმწიფო ხაზინის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** ხელფასებისა და სხვა ხარჯების დარიცხვა;
** ფინანსური ფორმების შევსება;
** სალაროს აღრიცხვა, კონტროლი და მართვა;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება და ატვირთვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** სავალდებულოა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, ORIS);
** მოქმედი ფინანსური, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური რისკების შეფასებისა და შიდა კონტროლის პროცედურების ცოდნა;
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; პრიორიტეტულია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@mca.com.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე