"ბრიტანული ცენტრი" ქ. ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის სტაჟიორი მენეჯერის პოზიციაზე, დასაქმების პერსპექტივით.
ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა შეადგენს 3 თვეს. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ხდება განუსაზღვრელი ვადით.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** კლიენტების მომსახურება;
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
** ხელშეკრულებების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური/კეთილგანწყობილი;
** შრომისმოყვარე, აქტიური;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარის მქონე.
სამუშაო განაკვეთი:
** ნახევარი განაკვეთი (დღეში 6 საათი)
** 15:00-21:00 (ყოველ დღე, კვირის გარდა)
** შესაძლებელია სტუდენტური დასაქმებაც
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ელ-ფოსტის მისამართზე: batumi@bc.ge
|