თუ გაქვს გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის ან სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცი ნახაზის კითხვა და გაქვს AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა, "Match UP"-ის პარტნიორი კომპანიისთვის საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე შენ გეძებთ!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 3000-3500 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** კვირა დღე - დასვენება
** შვებულება: 24 სამუშაო დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო
** ავტომობილით ან/და საწვავით უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა
მთავარი მიზანია:
პროექტის დასრულება დათქმულ ვადებში, შეთანხმებული ხარჯებით და უმაღლესი ხარისხით.
ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** პერსონალის მართვა და უსაფრთხოება: დაქვემდებარებული ბრიგადების მართვა; შრომის უსაფრთხოების პროცესების კონტროლი თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
** საწყობი და შესყიდვები: ობიექტზე არსებული საწყობიდან მასალების გაცემის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის; ობიექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესყიდვებისთვის შესაბამისი თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა.
** ტექნიკა და კონტაქტები: საჭირო ადამიანური რესურსისა და ტექნიკის მოძიება და პირობებზე მოლაპარაკება.
** დოკუმენტაციის წარმოება სტანდარტების დაცვით: ფორმა №2-ის შედგენა; გახარჯული მასალების ჩამოწერაში მონაწილეობის მიღება; ობიექტის საწარმოო და აღრიცხვის ჟურნალების წარმოება; შესაბამის პირებთან ადგილზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; ტექნიკისა და ბრიგადების ნამუშევარი დროის განსაზღვრა და აღრიცხვა.
აუცილებლად დაგჭირდება:
** სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა
** ნახაზის კითხვა და აგება; მოცულობების დათვლა; ნახაზიდან მასალების რაოდენობების ამოღების უნარი
** ხარჯთაღრიცხვის წაკითხვის გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** კომუნიკაბელურობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
გაგვიხარდება, თუ:
** გაქვს ინჟინრის განათლება
** გქონია გამოცდილება ლითონკონსტრუქციების მიმართულებით
** იცი ინგლისური ენა
** გყავს ავტომობილი
** ხელოსნებისა და ტექნიკის მიმართულებით გაქვს საკუთარი საკონტაქტო ბაზა
თუ გაქვს საჭირო გამოცდილება და გსურს შემოგვიერთდე, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/rRPeE
|