Робота для біженців з України
კვების წარმოების ოპერატორი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: გულიანი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"GULIANI" — ქართული პრემიუმ ხარისხის ბრენდია, რომელიც აწარმოებს ნატურალურ თხილის პასტებსა და მოხალულ თხილს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და მომავალში შეძლებს წარმოების განვითარებაში აქტიური როლის შესრულებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კვების წარმოების ოპერატორის (ხარისხის და HACCP-ის კონტროლით) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წყალტუბო

ძირითადი მოვალეობები

** თხილის პასტების წარმოების პროცესში მონაწილეობა;
** მოხალული თხილის დაფასოება;
** პროდუქციის ეტიკეტირება და შეფუთვა;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მოწესრიგება;
** საწარმოო დანადგარებისა და ინვენტარის რეცხვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** HACCP-ის სტანდარტების დანერგვასა და ყოველდღიურ შესრულებაში მონაწილეობა;
** საწარმოო ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** HACCP-ის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა.

ჩვენ გთავაზობთ

** ანაზღაურება — 800 ₾-დან, სამუშაო დატვირთვისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად;
** საწყის ეტაპზე დატვირთვა — დაახლოებით თვეში 2 კვირა (საშუალოდ კვირაში 3 სამუშაო დღე);
** კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზრდება როგორც სამუშაო დატვირთვა, ასევე ანაზღაურებაც;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** პერსპექტივას გახდეთ წარმოების მთავარი ოპერატორი, ხოლო მომავალში — წარმოების ხელმძღვანელი.

თუ გსურთ გახდეთ მზარდი ქართული ბრენდის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში: +995568725091 გიორგი / apulava@gulianigeorgia.ge

GULIANI - ერთად ვქმნით ხარისხიან ქართულ პროდუქტს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე