Робота для біженців з України
დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარების მექანიკოს-ოპერატორი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დანადგარების მექანიკოს-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** რძის პროდუქტების საწარმოში არსებული შესაფუთი მოწყობილობების დაყენება, ექსპლუატაცია, რემონტი.
** წუნის, ავარიული და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისათვის შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება.
** სამუშაო ადგილის შესაბამის სანიტარულ-ტექნიკურ მდგომარეობაში შენახვა და ხაზის ექსპლუატაციის დაწყებამდე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.
** საკონტროლო სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
** შესაფუთი მასალების კონტროლი: მიღება, დათვლა, წუნდებული შესაფუთი მასალის აწონვა და ჰოლდის ადგილას მოთავსება, და შესაბამისი ჩეკ-ლისტის შევსება.
** დაფასოების საკონტროლო ფურცლის შევსება; წონის, თარიღის და ჰერმეტულობის კონტროლი ყოველ 1 სთ-ში.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული/ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე/საწარმოში ჩაითვლება უპირატესობად
** საბაზისო ტექნიკური/მექანიკური უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ:

** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება
** კონკურენტული ანაზღაურება: 2 150 ლარი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 10 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე