Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია ეძებს 23-დან 35 წლამდე გოგონას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #51ა
სამუშაო გრაფიკი: 11:30-22:30 (2 დღე მუშაობა-2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: დღიურად 60 ლარი (ხელზე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ლუდის ჩამოსხმა;

** სალაროსთან მუშაობა და გადახდების მიღება;

** პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება და მარაგების კონტროლი;

** ფასების იარლიყების სწორად განთავსება;

** მაღაზიის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

** კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალარო პროგრამა Optimo-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: teimuraz.chabukiani@gmail.com
შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/CegNBqUBxxwMqoux6

სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე