სს სკოლა "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მოსწავლეთა მიღებისა და ჩარიცხვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 7ა (ლისის ტბის მიმდებარედ
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ, 09:00-16:30 საათი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 აგვისტო
საკონტაქტო ინფორმაცია: careers@aat.ge
მიღებისა და ჩარიცხვის კოორდინატორი მართავს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში მოსწავლეთა მიღების პროცესს და უზრუნველყოფს აპლიკანტებისა და მათი მშობლების შეუფერხებელ მხარდაჭერასა და ინფორმირებულობას განაცხადის წარდგენიდან ჩარიცხვის დასრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** მართავს მოსწავლეთა მიღების სრულ პროცესს - საწყისი მიმართვიდან ჩარიცხვის დადასტურებამდე.
** დაინტერესებული მშობლებისთვის ატარებს საინფორმაციო შეხვედრებსა და სკოლის ტურებს.
** პასუხობს მშობლებისა და მოსწავლეების სატელეფონო, ელექტრონულ და პირად შეკითხვებს.
** კოორდინაციას უწევს ღია კარის დღეებს, პრეზენტაციებსა და სხვა საინფორმაციო ღონისძიებებს, მონაწილეობს საგანმანათლებლო ფორუმებსა და გამოფენებში.
** უზრუნველყოფს განაცხადის დოკუმენტების მიღებას, გადამოწმებასა და დამუშავებას
** მართავს აპლიკანტების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მასში არსებული ინფორმაციის სიზუსტეს
** გეგმავს და კოორდინაციას უწევს მისაღებ გამოცდებსა და გასაუბრებებს.
** აწარმოებს აპლიკანტების, სარეზერვო სიის, მიღებული და ჩარიცხულ მოსწავლეთა ჩანაწერებს.
** ორგანიზებას უწევს ჩარიცხულ მოსწავლეთა დოკუმენტაციის სისტემატიზაციასა და უსაფრთხო შენახვას.
** ამზადებს მიღებასთან და ჩარიცხვასთან დაკავშირებულ წერილებს, შეტყობინებებსა და საორიენტაციო მასალებს.
** ორგანიზებას უწევს ახლადჩარიცხული მოსწავლეების საორიენტაციო პროცესს.
** ასრულებს ახალი მშობლებისთვის ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციას გარდამავალ პერიოდში და უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას.
** თანამშრომლობს მოსწავლეთა დეკანთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეთა პირადი საქმეების სისრულე, სიზუსტე და დროული გადაცემა.
** ამზადებს ახალი და არსებული მოსწავლეების ჩარიცხვისა და კლასიდან კლასში გადაყვანის შესახებ ბრძანებებს და უზრუნველყოფს მათ სკოლის მართვის სისტემაში ატვირთვას.
** თანამშრომლობს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტთან მიღების კამპანიების, საინფორმაციო და სარეკლამო მასალების მომზადებაში.
** ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს მოსწავლეთა მიღებისა და ჩარიცხვის დინამიკის შესახებ.
** ასრულებს დირექტორის ან საგარეო ურთიერთობების დეკანის მიერ დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების დიპლომი ნებისმიერ შესაბამის სფეროში (განათლება, კომუნიკაციები, მარკეტინგი, ბიზნესის ადმინისტრირება)
** ძლიერი ორგანიზაციული, დროის მართვისა და კომუნიკაციის უნარები; სტრესულ გარემოში მშვიდად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.
** სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში
საჭირო დოკუმენტები:
** რეზიუმე (ინგლისურ ენაზე)
** სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
** უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (დამსაქმებელი, ლექტორი ან ნებისმიერი ხელმძღვანელი)
გთხოვთ, საბუთები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე careers@aat.ge, სათაურის ველში პოზიციის მითითებით, არაუგვიანეს 2026 წლის 1 აგვისტოს.
გასაუბრება ჩატარდება პირისპირ ან დისტანციურ ფორმატში, კანდიდატის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
შერჩეულმა კანდიდატმა მუშაობა უნდა დაიწყოს 2026 წლის 24 აგვისტოს. (აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაოს დაწყების თარიღი შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვროს.)
|