კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე
დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საადვოკატო მომსახურების ბარათი
** სატრანსპორტო მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან
** მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: როგორც ცვლაში- 3 დღეში ერთხელ 24სთ, ასევე ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი.
ანაზღაურება: 2600 ლარი ყოველთვიურად, რომელშიც შედის კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.
ვაკანსიების რაოდენობა:
მდედრობითი სქესის ოფიცერი: 2
მამრობითი სქესის ოფიცერი: 1
ძირითადი ფუნქციები:
** ტერმინალში ფიზიკური პირების (ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესის შემოწმება უნდა უზრუნველყოს მდედრობითი სქესის უშიშროების თანამშრომელმა) დაშვების კონტროლი და საშვების გაცემის უზრუნველყოფა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსატანი და გასატანი ნივთების აღრიცხვა
** დაზიანებული საშვების გამოვლენის ან საშვის დაკარგვის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფროსისთვის
** საავიაციო უშიშროებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ტექნიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ხელმძღვანელი პირის ინფორმირება
** ტერმინალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსული და გასული ყველა ავტომანქანის შემოწმება
** კომპანიის ქონების დაცვის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელი პირის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესთან
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია დაცვა/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
|