Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ თრეველი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ტურისტული კომპანია "გლობალ თრეველი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა; აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
** სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფებისა და ციფრული ბიზნეს-ინსტრუმენტების ცოდნა ან/და მათი სწრაფად შესწავლის / ათვისების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
** დამატებით უცხო ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია;
** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია;
** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
** რეპორტინგი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი;
** კომუნიკაბელური, მოტივირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციისა და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** მაღალი ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
** ჯანმრთლობის დაზღვევა;
** მივლინება სამუშაო ვიზიტით უცხოეთში;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამაოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@globaltravel.ge

განცხადებები მიიღება 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე