სტომატოლოგიური კლინიკა "მაქსიდენტი" ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ქალბატონს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:45-20:30, 2/2 ან 3/3
სამუშაო მისამართი: თბილისი, ა. ყაზბეგის 28 (მეტრო დელისთან ახლოს)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და რეგისტრაცია;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და არქივაცია;
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** ვიზიტების დაგეგმვა და გადანაწილება;
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა;
** გადახდების მიღება, ფინანსური ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა მისაღებ სივრცეში;
** ექიმებისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი);
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სტომატოლოგიური პროგრამა "დენტოს"-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
მუშაობის გრაფიკი: 2/2 ან 3/3 (თვეში 15 დღე)
ანაზღაურება: 70 ლარი / დღე
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე: info@maxident.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ "მაქსიდენტი" (იურ.დას. "შპს კვანტუმი") უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
|